"IT USS Center" - ში მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და მათ ჩვენ მკაცრი პოლიტიკით ვიცავთ. ჩვენი მისიაა, ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას მივცეთ უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობა. პროდუქტიულობისა და ბიზნესის პროცესებისადმი განახლებული მიდგომით და კომპიუტერული მუშაობის უფრო მეტად პერსონალურად გადაქცევით. ყოველივე ამისთვის, ჩვენ სამუდამოდ დავიცავთ კონფიდენციალობას და თქვენ კვლავაც შეძლებთ საკუთარი მონაცემების გაკონტროლებას.
ეს იწყება იმის გონივრული გადაწყვეტით, თუ როგორ და რატომ უნდა შეგროვდეს მონაცემები და რატომ უნდა მოხდეს მათი გამოყენება; უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ გაქვთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია თქვენზე მორგებული სწორი არჩევანის გასაკეთებლად ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს შორის.
ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად, რისთვისაც ყურადღებას ვამახვილებთ კონფიდენციალობას ექვს ძირითად პრინციპზე:
- კონტროლი: ჩვენ საშუალებას მოგცემთ, აკონტროლოთ თქვენი კონფიდენციალობა, გამოსაყენებლად მარტივი და გასაგები ასარჩევი ვარიანტებით.
- გამჭვირვალობა: ჩვენ გამჭვირვალედ ვაგროვებთ და გამოვიყენებთ მონაცემებს, რათა შეძლოთ გადაწყვეტილების მიღება ინფორმაციაზე დაყრდნობით.
- უსაფრთხოება: ჩვენ ძლიერი უსაფრთხოებითა და დაშიფვრით დავიცავთ მონაცემებს, რომლებსაც გვანდობთ.
- ძლიერი იურიდიული დაცვის საშუალებები: ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ადგილობრივ კონფიდენციალობის კანონებს და ვიბრძვით თქვენი კონფიდენციალობის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, იურიდიული დაცვისთვის.
- არ ხდება შიგთავსის გამოყენება განსხვავებული მიზნით: ჩვენ არ გამოვიყენებთ თქვენს ელფოსტას, საუბარს, ფაილებსა და არც სხვა პერსონალურ შიგთავსს, თქვენზე მორგებული რეკლამების გამოსაგზავნად, ან მესამე პირზე გადასაცემად.
- თქვენი სარგებელი: როდესაც ვაგროვებთ მონაცემებს, მათ ვიყენებთ თქვენთვის სარგებლის მოსატანად და თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
თქვენ გვენდობით, რომ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობა იქნება დაცული და ის გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი მოლოდინების შესაბამისად. ამ მოლოდინის შესასრულებლად ჩვენ ვიღებთ თქვენს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და მათ ვაძლევთ საფუძვლიან გარანტიებს.
გმადლობთ ნდობისთვის და დაფასებისთვის.